Поиск
ქოლ-ცენტრი 9:00-დან 18:00 საათამდე

Uniclic საკეტის სისტემა

კომპანია "იუნილინმა" გამოიგონა და დააპატენტა Uniclic საკეტი, რომელიც დღეს მიჩნეულია სწრაფი და მარტივი დაგების სტანდარტად. ეს არის ყველაზე ძლიერი საკეტი იატაკის საფარების ბაზარზე და ბევრი მწარმოებელი იყენებს მას, თუმცა Quick-Step-ს ყოველთვის აქვს საკეტის ყველაზე ახალი ვერსია, რადგან ის მუდმივად უმჯობესდება ლამინატის სხვადასხვა სისქეებისთვის.

ბევრი მწარმოებელი იყენებს საკეტის ერთსა და იმავე კონფიგურაციას 8 მმ და 12 მმ სისქის ლამინატისთვის, მაგრამ ეს არასწორია. 12 მმ სისქის პროდუქტისთვის, საჭიროა საკეტის სხვა კონსტრუქცია, რადგან პანელები უფრო სქელია -> შესაბამისად, საკეტი განსაკუთრებით ძლიერი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს პანელების მჭიდრო შეერთება ერთმანეთთან. 

Quick-step-ის 12 მმ სისქის კოლექციებისთვის, გამოიყენება Uniclic საკეტის სპეციალური კონფიგურაცია.

Uniclic საკეტის უპირატესობები:

  • სწრაფად და მარტივად დაგეთ ლამინატი დამოუკიდებლად;

  • საკეტი დამუშავებულია ცვილით – ეს აადვილებს დაგებას;

  • ზედმეტად მტკიცე საკეტი - არ ატარებს წყალს;

  • საკეტი ადაპტირებულია ლამინატის თითოეულ სისქეზე;

  •  შესანიშნავი შედეგები საკეტის გაწყვეტის ტესტში (2-3-ჯერ უკეთესი ვიდრე კონკურენტებთან);
  • შესანიშნავი შედეგები სკამის როლიკების ტესტში (2-3-ჯერ უკეთესი ვიდრე კონკურენტებთან);

  • ლამინატის დაშლა და სხვა ოთახში ხელახლა დაგება შესაძლებელია;

  • შესაძლებლობა, დაგოთ როგორც ერთი პანელი, ასევე მწკრივებად;

  • არ არის ვარდნები შეკრებისას;

  • არ ჭრიალებს. 



ვიდეო ინფორმაციით Uniclic საკეტის შესახებ


მარტივი მონტაჟის მეთოდი:

Unilcic-ის დაპატენტებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა:

  • პანელების შეერთება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;

  • ლამინატის დაგება იმ ადგილებში, სადაც ეს რთული ან შეუძლებელია (კარის ჩარჩოს ან რადიატორის ქვეშ);

  • ვარგისია არასწორი ფორმის კუთხეებისთვის;

  • მოსახერხებელია პანელების ბოლო მწკრივის დაგებისას;

  • საკეტი საშუალებას აძლევს პანელების შეერთებას, მათი აწევის გარეშე, უბრალოდ სადაგით მიხდით.



ჩვენი Uniclic საკეტი ამარტივებს ცხოვრებას და ზოგავს დროს! ხოლო ეს მნიშვნელოვანი ასპექტებია ჩვენს დროში!

Похожие вопросы
Найти магазин поблизости
Мы используем cookie для улучшения работы сайта
Оставаясь на сайте вы соглашаетесь на обработку файлов cookie