დაღვარეთ სითხე ლამინატის იატაკზე? არაა პრობლემა! დაღვრილი სითხეების მოშორება ძალიან ადვილია. სულ რამდენიმე მოძრაობა შვაბრით — და იატაკი ისევ ახალივითაა. ყავა, წყალი, გაზიანი სასმელები და ჩაი ადვილად იშლება ლამინატიდან. ამისთვის საჭიროა ქსოვილი, ქაღალდის პირსახოცი და შთამნთქმელი ღრუბელი.
ქსოვილის, პირსახოცის ან ღრუბლის საშუალებით შეაგროვეთ დაღვრილი სითხე ლამინატიდან. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ — და პრობლემა აღმოფხვრილია.
ყავამ და გაზიანმა სასმელებმა შეიძლება დატოვონ წებოვანი კვალი იატაკზე, ამიტომ რეკომენდებულია იატაკის გაწმენდა ნესტიანი ნაჭრით ან შვაბრით, მანამდე შეაგროვეთ დაღვრილი სითხე ქაღალდის პირსახოცით ან ღრუბლით. არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით წყალი!
მეტის გაგება შეგიძლიათ ჩვენი ტექნიკური მომსახურების საინფორმაციო ფურცლიდან.